მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი – რუსთავქალაქობის დღესასწაულზე
12 ოქტ 2015
 

10 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში ,,რუსთავქალაქობას'' აღინიშნა. დილიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

აღანიშნავია, რომ კოსტავას გამზირზე ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი იყო პავილიონები, სადაც დღესასწაულის სტუმრებს ქართული და სხვა ეროვნული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. 
რუსთავქალაქობის დღესასწაულზე დამთვალიერებლების წინაშე ღირსეულად წარსდგა მარნეულის მუნიციპალიტეტი, სადაც სტუმართა დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა სოფლის ნობათის გამოფენამ. გარდა ამისა, მოეწყო მუნიციპალიტეტში არსებული კულტულური მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოების და მხატვარ მანუჩარ პაპიძის ნახატების გამოფენაც. ღონისძიებაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იბერიამ“ საცეკვაო ნომრები წარმოადგინა. სადღესასწაულო პროგრამა 16.00 საათზე გალა კონცერტით გაგრძელდა, სადაც ადგილობრივი და მოწვეული მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები იღებდნენ მონაწილეობას. 
,,რუსთავქალაქობის'' საზეიმო ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2507
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2238
სექ 19 სამ 2023
2460
ივლ 05 ოთხ 2023
2592
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031