მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ
09 ოქტ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, ორგანიზაცია „სიქა“–ს (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) ორგანიზებით და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, სოფელ ილმაზლოს, ყულარისა და კაჩაგანის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მარნეულის მუნციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს, გამგებლის პირველ მოადგილეს ზაურ ტაბატაძეს და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად თავიანთ სოფლებში არსებულ ინფრასტრუქტულ პრობლემებზე ისაუბრეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრა სიქა–საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის პროექტის „მომავლის თაობა“–ის ფარგლებში შედგა, რომელიც მსგავსი შეხვედრების მოწყობას მომავალშიც ითვალისწინებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2570
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2238
სექ 19 სამ 2023
2460
ივლ 05 ოთხ 2023
2591
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031