მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ქვესადგური „მარნეული 500“ – ის მშენებლობა დაიწყო
09 ოქტ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიწყო ქვესაგურის „მარნეული 500“ –ის მშენებლობა, რომელიც საზეიმო ვითარებაში გახსნა საქართველოს ვიცე პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

ქვესადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რწმუნებული– გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის მმართველი საბჭოს თავჯდომარე სულხან ზუმბურიძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენტ გემრუქჩუ და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან კაიაკარი.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტს“, რომლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 500 კვ–იანი ახალი ქვესადგურის „მარნეული 500“ –ის მშენებლობა. 
ახალი ქვესადგური არსებულ 220/110 კვ ქვესადგურს „მარნეული“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით დაუკავშირდება, რომელსაც სსე საკუთარი ძალებით ააშენებს. 500 კვ ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოებს თურქული კომპანია „ბეტსი“ განახორციელებს. ქვესადგურის დადგმული სიძლავრე 660 მეგავოლტამპერი იქნება. პროექტის ღირებულებაა 20 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი დასრულდება 2016 წლის მეორე ნახევარში.
ასევე, პარარელურ რეჟიმში დაპროექტდა 500 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის „ვარძია“ მარნეულის 500 კვ ქვესადგურში შეჭრის პროექტი.
ამასთან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკუთარი ძლებით ახორციელებს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „კოდა –2“ მარნეულის ქვესადგურში შეჭრის პროექტს. ამისათვის 220 კვ ქვესადგურში „მარნეული“ მიმიდნარეობს ე.გ.ხ–ის შეჭრის და ახალი უჯრედების მოწყობის სამუშაოები.
პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგება, გაიზრდება ენერგოსისტემის საიმედოობა და ხელი შეეწყობა მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონალურ ვაჭრობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3037
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2234
სექ 19 სამ 2023
2456
ივლ 05 ოთხ 2023
2584
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031