მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტ თანამონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში საპროექტო განაცხადების განხილვა დაიწყო
09 ოქტ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პროექტ „თანამონაწილეობითი ბიუჯეტის“ ფარგლებში, შემოსული საპროექტო განაცხადების განხილვა დაიწყო.

პროექტებს განიხილავენ მარნეულის მუნიიცპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახური, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და პოლონელი ექსპერტები.
აღსანიშნავია, რომ პროექტების განხილვისას განისაზღვრება პროექტის ზუსტი ღირებულება, მისი განხორციელების ტექნიკურ და იურიდიულ შესაძლებლობები, ამოცანებში და პრიორიტეტები. ასევე განისაზღვრება პროექტის განხორციელების პეროდი.
შეგახსენებთ, რომ თანამონაწილეობითი ბიუჯეტი მოქალქეების ინტერესების გამოხატვის ერთ–ერთი საშუალებაა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებასა და მის ხარჯვაში. 
ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტი არის პირველი, რომელიც 2015 წელს ახორციელებს 2016 წლის პირველ თანამონაწილეობითი ბიუჯეტის საპილოტე პროგრამას, რისთვისაც მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს 1 500 000 ლარს, აქედან მიკროპროექტების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 500 000 ლარი. ერთი პროექტის მაქსიმალური ღირებულება კი 10 000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩაერთო 118 მონაწილე 43 სოფლიდან. მათ შეისწავლეს, თუ როგორ მუშაობს/ნაწილდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და აგრეთვე გაიგეს თანამონაწილეობრივი ბიუჯეტის იდეა. 
პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდაჭრის“ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელსაც საქართველოში ახორციელებს პოლონური ფონდი „სხვა სივრცე“ ( „The Other Space Foundation”) და ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“ წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2611
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2236
სექ 19 სამ 2023
2457
ივლ 05 ოთხ 2023
2585
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031