მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ჩეხეთისა და პოლონეთის მხარეებთან
08 ოქტ 2015
 

მოგახსენებთ, რომ საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია "აგორა ცენტრალური ევროპასთან" ერთად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით.

პროექტის სახელწოდებაა "საქართველოს მოქალაქეები ევროპაში - ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება" და მისი მიზანია საზღვრისპირა რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების დონის ამაღლება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში (მარნეული, ბოლნისი და გარდაბანი). 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის – გდუნია სითი ჰოლის მერის მოადგილე მარეკ სტერა და ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია "აგორა ცენტრალური ევროპასთან"– დირექტორი ივანა ბურსიკოვა, რომლებიც მარნეულის გამგებლს ბატონ მერაბ თოფჩიშვილს და საკრებულოს თავმჯდორმარეს ნაბი აბდულაევს შეხვდნენ. 
შეხვედრისას მხარეებმა პროექტის მიზნის, ამოცანისა და მისი მიდმინარეობის შესახებ ისაუბრეს, სადაც ასევე გამახვილდა ყურადღება მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე – ეკონომიკურური, კულტურული თუ სხვა მიმართულებებით. თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების შემდეგ შეხვედრა მარნეულის მოსახლეობასთანაც გაიმართა, სადაც სტუმრებმა, დამსწრე საზოგადოებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს და ევროკავშირში გაწევრიანების დადებით მხარეებზე გამახვილეს ყურადღება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2614
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2237
სექ 19 სამ 2023
2459
ივლ 05 ოთხ 2023
2589
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031