მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგებელი ქალაქ მარნეულის მოსახლეობას შეხვდა
07 ოქტ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიცპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფიჩიშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ქალაქ მარნეულში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე №1 კორპუსის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე აღნიშნული ქუჩის მცხოვრებთა პრობლემებზე ისაუბრეს და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ძირითადი პრობლემა რაც გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობას აწუხებს კორპუსის წინ გამავალი სარწყავი არხია, რომელსაც არ გააჩნია დამცავი ღობე და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს. ასევე კორპუსის ეზოში დგას ხე, რომელზეც გადის ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის სადენი, რის გამოც მოსახლეობამ, გამგეობის ხელმძღვანელობას მისი გადაბელვა სთხოვა. 
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემების მყისიერად მოგავრებას დაპირდნენ. 
გამსახურდიას ქუჩის შემდეგ, გამგებელმა ასევე მოინახულა რუსთაველის ქუჩზე არსებული სავარჯიშო მოწყობილობები, რომლის მონტაჟიც ახლახანს დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქუჩაზე სავარჯიშო მოწყობილობების დამონტაჟება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით პროექტ „იცხოვრე სპორტით, დარჩი ახალგაზრდა“– ის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც გულისხმობს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების ხალხმრავალ ადგილებში ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობების დამონტაჟებას, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მოსახლეობაში და გაზრდის სპორტში აქტიურ ჩართულობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2767
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2233
სექ 19 სამ 2023
2455
ივლ 05 ოთხ 2023
2584
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031