მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სემინარი-დისკუსია - „მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“
30 სექ 2015
 

30 სექტემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გაიმართება სემინარი თემაზე: “მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე“.

ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მომდინარე
შესაძლებლობების, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და უვიზო მიმოსვლის შესახებ.
სემინარის თემებს – ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები და წესები, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის
რეჟიმის შესაძლებლობები რეგიონებისთვის, რეფორმები სოფლის მეურნეობის სფეროში და სურსათის უვნებლობლობის საკითხები წარმოადგენდა.
სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე - არჩილ ყარაულაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, და ფერმერები.
სემინარის ბოლოს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სემინიარის ფორმატში გაიმართა თავისუფალი დისკუსია იმ კითხვების შესახებ, რომლებიც ხშირად ჩნდება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. 
ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“–მა
გამართა ვებგვერდის „ევროკომუნიკატორის“ პრეზენტაციაც, რომელიც ევროინტეგრაციის თაობაზე გაჟღერებული მითების საპასუხოდ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.
ღონისძიება იმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2529
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2302
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031