მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობაში სოფლის მეურეობის მიმართულებით ტრენინგები მიმდინარეობს
01 ოქტ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე - „მეხორცული და მერძეული ჯიშის საქონლის კვების რაციონის შემადგენლობა და მართვის საკითხები“.

აღნიშნულ ტრენინგებს, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდება სოფლის მეურნეობის ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ესწრებიან.
ტრენინგი მიზნად ისახავს სამმართველოს თანამშრომლების ინფორმირებულობას თემაზე - მეხორცული და მერძეული ჯიშის საქონლის კვების რაციონის შემადგენლობასა და მართვის საკითხებე, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ფერმერებისთვის მრავალფეროვანი კონსულტაციების გაწევა კონკრეტულად ამ დარგობრივი მიმართულებით. ტრენინგები პროექტის „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) ფარგლებში გაიმართა.
,,ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობის გაძლიერების“ (SEAS)-ის პროექტი USAID-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებას და მათთვის სოფლის მეურნეობაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2451
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2450
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031