მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თბილისში კრწანისობის დღესასწაული აღინიშნა
25 სექ 2015
 

24 სექტემბერს 300 არაგველის ხსენების დღე - “კრწანისობა“ აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის მემორიალთან, დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქალაქის ხელმძღვანელი პირები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდბენ.

ღონისძიების ფარგლებში 300 არაგველის სკვერში პარაკლისი გადაიხადეს, აკურთხეს პური და ღვინო და 300 არაგველის ხსოვნის უკვდავსაყოფად წლების განმავლობაში ჩამქრალი მარადიული ცეცხლი აანთეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა მარნეულის მუნციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები და ერეკელე მეფის ერთგული მომხრე და მიმდევარი აზერბაიჯანელი ხუდია ბორჩალოელის ჩამომავალნი.
300 არაგველის მემორიალთან გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ხუდია ბორჩალოელის შთამომავალნიც.
კრწანისობის დღესასწაულს უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და უშუალო მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საქართველოს წმინდა სინოდმა არაგველები წმინდანებად შერაცხა და 24 სექტემბერი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 300 არაგველის ხსენების დღედ დააწესა. 2010 წელს კი სრულიად საგვარეულო კავშირმა ამ დღეს "კრწანისობის" დღესასწაული დააწესა. წელს, კრწანისის ბრძოლიდან 220 წელი შესრულდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2740
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2059
სექ 19 სამ 2023
2318
ივლ 05 ოთხ 2023
2468
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031