მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საიმერლოს სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
23 სექ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნებში მონაწილეობას იღებდა მე-7კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, რომელთაც თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით აირჩიეს მოსწავლეთა თვითმმართველობა.
კენჭისყრის პროცესს სოფელ საიმერლოს მაჟორიტარი დებუტატი ამირან გიორგაძე, მარნეულის თვითმმართველობის წარმომადგენელები, საარჩევნო საკითხების სპეციალისტი აკვირდებოდნენ. 
აღნიშნულ სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები არასამთავრობო ორგანიზაციის „ პოლონეთის სამოქალაქო განათლების ცენტრი და მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“-ს მხარდაჭერით ჩატარდა.
პროექტის „დემოკრატიის სკოლა“ ფარგლებში დაგეგმილია არჩეული მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების დატრენინგება და ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2745
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2060
სექ 19 სამ 2023
2318
ივლ 05 ოთხ 2023
2468
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031