მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

უზეირ ჰაჯიბეკოვის 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება
22 სექ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, გაიმართა აზერბაიჯანის გამოჩენილი მუსიკალური და საზოგადო მოღვაწის უზეირ ჰაჯიბეკოვის 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

საიუბილეო ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორი იყო აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი, ქვემო ქართლის რწმუნებულ- გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები, საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
ღონისძიებაში მონაწილობისთვის სპეციალურად ჩამოვიდა აზერბაიჯანის ქალაქ ხირდალანის მუსიკალური სკოლის ორკესტრიც.
უზეირ ჰაჯიბეკოვის საიუბილეო საღამოზე მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს კომპოზიტორის ბიოგრაფია, მოღვაწეობა და მადლობა გადაუხადეს საღამოს ორგანიზატორებს.
მარნეულის შემდეგ, საიუბილეო ღონისძიება გარდაბანსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2573
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2052
სექ 19 სამ 2023
2316
ივლ 05 ოთხ 2023
2465
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031