მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ წერეთელში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა აღევლინა
21 სექ 2015
 

დღეს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ წერეთელში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ აღავლინა.

საზეიმო წირვას მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ეკლესია–მონასტრების წინამძღვრები, მრევლი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გიორგიმ, ღვთისმშობლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტაძარში შეკრებილი საზოგადოება დალოცა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ წერეთელში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება, რომლის შემდგომაც მოხდება მისი გახსნა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2545
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2059
სექ 19 სამ 2023
2318
ივლ 05 ოთხ 2023
2468
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031