მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანის პარლამენტთაშორის მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარესთან
20 სექ 2015
 

19 სექტემბერს, ქალაქ მარნეულის სპორტულ კომპლექს "ათა ჰოლდინგში" გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატ, საქართველო-აზერბაიჯანის პარლამენტთაშორის მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარესთან განირა ფაშაევასთან.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის პირველი მდივანი ილიას მამედოვი, საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანელი წევრები, ქვემო–ქართლის მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, ჟურნალისტები, ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების აზერბაიჯანელენოვანი სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრაზე მოეწყო აზერბაიჯანულ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაციაც. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადაეცათ სხვა წიგნებიც, მათ შორის წიგნი დეპუტატ განირა ფაშაევას ავტორობით.
განირა ფაშაევას განცხადებით, აღნიშნული წიგნი გამოადგებათ პროფესიონალ თარჯიმნებს, მწერლებს, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების აზერბაიჯანელ სტუტენტებს, აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლების ქართველ სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. მისი განცხადებით 2 000 ზე მეტი წიგნი უფასოდ დაურიგდებათ სტუდენტებს, აზერბაიჯანულენოვან სკოლებს, ბიბლიოთეკებს, კულტურის ცენტრებს. ფაშაევას თქმით აზერბაიჯანულ-ქართული ლექსიკონი ინგლისურადაც დაიბეჭდება. 
ღონისძიების მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, სადაც მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს და ისაუბრეს საქართველო– აზერბაიჯანის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2650
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2058
სექ 19 სამ 2023
2318
ივლ 05 ოთხ 2023
2467
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031