მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში სასკოლო-სანერგე მეურნეობა გაიხსნა
19 სექ 2015
 

18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველი სასკოლო-სანერგე მეურნეობა გაიხსნა. ღონისძიება პედაგოგების ინიციატივით, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მხარდაჭერითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანადგომით განხორციელდა.

წითელი ხიდის სატყეო ტერიტორიაზე იმყოფებოდა მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი ნათია იორდანიშვილი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის გამგებლის მოადგილე ზაურ ტაბატაძე. 
ორგანიზატორებმა მარნეულისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეებს დაათვალიერებინეს ტერიტორია, სადაც შემდგომ 2 წელიწადში 5 სხვადასხვა ჯიშის 100 ათასამდე ნერგი გაიზრდება. მათ მოვლა-პატრონობაზე კი, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ მოსწავლეები იზრუნებენ.
დღესვე სატყეო ტერიტორიაზე შეკრებილებმა იქაურობა დაასუფთავეს. ამ აქციისთვის საჭირო ინვენტარით მოსწავლები „კავკასიის არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისქსელმა“ (CENN) უზრუნველყო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2792
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2057
სექ 19 სამ 2023
2318
ივლ 05 ოთხ 2023
2467
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031