მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობაში კიდევ ერთი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
16 სექ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომლის სახელწოდებაა – „დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მოხალისეობის გზით“.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასახმარებლად მოხალისეობის გზით.
შეხვედრას რომელსაც საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება მარნეულის ახალგაზრდა მოხალისეთა კლუბი. კლუბის წევრები გაივლიან ტრენინგებს, რომლის შემდგომ მოეწყობა მრგვალი მაგიდა, სადაც ჯგუფის წევრები შეხვდებიან შშმ პირებსა და მათ მშობლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოხალისეები მიიღებენ მცირე გრანტს, რომ განახორციელონ საქველმოქმედო ღონისძიება შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასახმარებლად მათი საჭიროებებიდან გამომდიანრე, მოიძიებენ მხარდაჭერებსა და ჩართავენ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“– ის მიერ მაკლეინის ასოციაციის მხარდაჭერით. პროექტის ასევე უჭერს მხარს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლიებებისაკენ“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2495
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2053
სექ 19 სამ 2023
2317
ივლ 05 ოთხ 2023
2466
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031