მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ფერების ფესტივალი– ფერადი დღე მარნეულში
14 სექ 2015
 

დღეს, ქალაქ  მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით,  ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად გაიმართა  ფერადი ფესტივალი სახელწოდებით – „colorfest“.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ბენდი „მარნელი“, სადაც  ქორეოგრაფიული ანსაბ „იბერიას“ მიერ ასევე მოეწყო ფლეშმობიც. 
ღონისძიებას მარნეულის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ახალგაზრდები, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალმა   მრავალფეროვანად და  სახალისოდ ჩაიარა, სადაც უამრავმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი.  
ღონისძიების დასასრულს  ფერადი ფხვნილები  დაურიგდათ  ახალგაზრდებს, რის მეშვეობითაც ყველა იქ მყოფი "გაფერადდა".
ყველაზე სახალისო და მხიარული ფესტივალის შემდეგ იქ შეკრებილი ახალგაზრდები  თავიდან ფეხებამდე საღებავებით მოთხვრილები დაბრუნდნენ უკან.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3163
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2015
სექ 19 სამ 2023
2288
ივლ 05 ოთხ 2023
2428
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930