მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მარნეულის საჯარო სკოლებს სტუმრობდა
14 სექ 2015
 

ახალი სასწავლო წლის მისალოცად,  დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სტუმრობდა.

მინისტრთან ერთად  ადგილზე იმყოფებოდნენ  პრემიერ მინისტრის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სავალან მირზოევი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე  კახაბერ გუგეშაშვილი, გამგებლის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და თემურ ბერიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში ზაურ დარგალი  და რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსლან გაჯიევი.
ქალაქ მარნეულის №2 ქართულ/ რუსულენოვან  საჯარო სკოლას, სტუმრები  09:00 საათზე  ეწვივნენ, სადაც პირველკლასელებს ნეთბუქები დაურიგეს და ცოდნის ზეიმზე შეკრებილებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. აქვე მინისტრმა  მადლობის სიგელები გადასცა  მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასულ პედაგოგებს.  
№2 საჯარო სკოლის შემდეგ, სტუმრები სოფელ საბირქენდის აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლას,  შემდეგ კი სოფელ წითელსოფლის სომხურენოვან საჯარო სკოლას ეწვივნენ.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუბნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ცოდნის ზეიმით შეხვდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2660
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2017
სექ 19 სამ 2023
2290
ივლ 05 ოთხ 2023
2431
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930