მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „შეკარი მეგობრობის წრე“ დასრულდა
11 სექ 2015
 

პროექტი  „შეკარი მეგობრობის წრე“, რომელიც 5 დღის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა მარნეულის მუნიციაპლიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში დასრულდა.

პროექტის მიზანი მარნეულში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების ინტეგრაციის ხელშეწყობა, კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და ტოლერანტული დამოკიდებულების  ჩამოყალიბება იყო.
პროექტში  ჩართულნი იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და  ქალაქის სკოლის  შვიდ–შვიდი მოსწავლე ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სკოლებიდან.
პროექტი თითოეული დღე მრავალფეროვანი იყო და გამოირჩეოდა სხვადასხვა თემატიკით.  მონაწილეებმა  მოაწყვეს „კულტურათა გამოფენა“, რომლის ფარგლებში ერთმანეთს გააცნეს თავიანთი კულტურა და ტრადიციები; 
„ხელოვნება მშვიდობისთვის“ - ხელოვნების აქტივობების გამოყენებით მონაწილეები გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს, დამოკიდებულებებს და შესაძლებლობებს. „სპორტი მშვიდობისთვის“ - სპორტის აქტივობების გამოყენებით მონაწილეები ერთმანეთის ნდობა და თანამშრომლობა ისწავლეს, რამაც კიდევ უფრო შეუწყო  ხელი მათ დამეგობრებას. 
პროექტის ბოლო დღე კი „ტრადიციების გაცოცხლება“–ს დაეთმო.  აღნიშნული დღის ფარგლებში პროეტის მონაწილეებმა მარნეულის ქუჩებში გააცოცხლეს ქართული(ბერიკაობა), აზერბაიჯანული(ქოსა და ქიაჩელი) და სომხური (ვარდევარი) ტრადიციები.
შეგახსენებთ, რომ პროექტი განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში. მრავალფეროვნების სკოლას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა, გერმანულ ორგანიზაცია MitOst-თანთანამშრომლობით. პროგრამას აფინანსებს Institut für Auslandsbeziehungen – IfA
პროექტის აქტიური  მხარდამჭერი გახლდათ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2648
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2017
სექ 19 სამ 2023
2290
ივლ 05 ოთხ 2023
2432
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930