მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „შეკარი მეგობრობის წრე“ გრძელდება
09 სექ 2015
 

საგანმანათლებლო კულტურული პროექტის „შეკარი მეგობრობის წრის“ მეორე დღე საინტერესოდ წარიმართა.

დღევანდელი შეხვედრის თემა „კულტურათა გამოფენა“ იყო, რომლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ თავიანათი კულტურა და ტრადიციები. შეხვედერის პირველი ნაწილი მოსამზადებელ პერიოდს დაეთმო, მეორე ნაწილი კი მცირე ღონისძიებით გაგრძელდა, რაც გულისხმობდა მონაწილეების მიერ თავინათი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.
მოსწავლეების მიერ მომზადებული ღონისძიების ნაწილი, მარავალფეროვანი იყო, სადაც შეიქმნა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული კუთხე. პროექტის მონაწილეებმა ასევე შეასრულეს ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სიმღერები და ცეკვები. 
ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „შეკარი მეგობრობის წრე“ მიზანია მარნეულში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების ინტეგრაციის ხელშეწყობა, კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება. პროექტისათვის შერჩეულია შვიდ–შვიდი მონაწილე ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სკოლებიდან.
პროექტი ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში. მრავალფეროვნების სკოლას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა, გერმანულ ორგანიზაცია MitOst-თანთანამშრომლობით. პროგრამას აფინანსებს Institut für Auslandsbeziehungen – IfA
პროექტის მხარდამჭერია მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2756
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2014
სექ 19 სამ 2023
2287
ივლ 05 ოთხ 2023
2427
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930