მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი – "ეტალონის" 10 წლის იუბილეზე
07 სექ 2015
 

სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტი "ეტალონის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  6 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) წარმატებული ახალგაზრდებისა და პროექტის თანამოაზრეთა სადემონსტრაციო თავყრილობა გაიმართა.

აღსანიშნავია,  ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან 3500-ზე მეტი თანამემამულე,  რომელთა შორის – მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები  ახალგაზრდები, სკოლის დირექტორები, წარმატებული მოსწავლეები და ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები იყვნენ.
„ ეტალონის“ საიუბილეო  ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოს  სხვადასხვა კუთხიდან გამორჩეული მოსწავლეები, წარმატებული სტუდენტები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, სასულიერო პირები, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები, მთავრობის წევრები, სამხარეო რწმუნებულები - გუბერნატორები, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, "ახალგაზრდული საკრებულოების" წევრები.
ღონისძიება დატვირთული  იყო  საკონცერტო ნომრებით.  შეკრებილი საზოგადოების წინაშე სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად,  ღირსეულად წარმოჩინდა მარნეულის მუნიციპალიტეტი, სადაც #8 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ გუნაი ბაქიროვმა  წაიკითხა ცნობილი ქართველი პოეტის შოთა ნიშნიანიძის ლექსი – „საქართველოში“, რომელმაც დარბაზში მყოფთა ამაღელვებელი, დადებითი ემოცია გამოიწვია.
"ეტალონის" ავტორმა  გოჩა ტყეშელაშვილმა საიუბილეო საღამოზე შეკრებილ  ახალგაზრდებსა და პროექტის თანამოაზრეებს საზეიმო ვითარებაში  გააცნო პროექტის სამომავლო გეგმები,  სადაც ასევე ისაუბრა მათ მიერ განვლილ წლებსა და მიღწევებზე.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს  საქართველოს მთავრობის  წარმომადგენლებმაც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2530
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2015
სექ 19 სამ 2023
2288
ივლ 05 ოთხ 2023
2428
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930