მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაზრდის ხელშეწყობა“
04 სექ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო  კომისიის ორგანიზებითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით  პროექტი „საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაზრდის ხელშეწყობა“-ის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან თემაზე „არჩევნები და ეთნიკური უმცირესობა“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრის მიზანს საქართველოს საარჩევნო სისტემის, ხმის მიცემის პროცედურის და არჩევნების მნიშვნელობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობა წარმოადგენდა.
შესავალი ნაწილი პროექტის წარდგენასა და შეხვედრის მონაწილეების გაცნობას დაეთმო, რის შემდეგაც მონაწილეებმა ერთმანეთს  არჩევნებში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. 
რაც შეეხება შეხვედრის შედეგებს, მონაწილეთა დახმარებით  შეჯამდა მრგვალი მაგიდის დროს გამოკვეთილი საკითხები და მოსაზრებები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2432
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2018
სექ 19 სამ 2023
2290
ივლ 05 ოთხ 2023
2433
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930