მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგებელმა ფესტივალ „ერთიანი კავკასიის“ მოხალისეები დააჯილდოვა
02 სექ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, მუსიკალური ფესტივალი –  „ერთიანი კავკასიის“ (ONE CAUCASUS)  საორგანიზაციო საქმეებში ჩართულ,მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოხალისეებს შეხვდნენ და  მადლობის სიგელებით დააჯილდვეს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოხალისეები  ფესტივალის მოსამზადებელ ტექნიკურ და საორგანიზაციო სამუშაოებში  სამი კვირის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი  როგორც ფესტივალის წინა პერიოდიში, ასევე მიმდინარეობისას და ფესტივალის დასრულების შემდეგაც.
შეხვედრაზე გამგებელმა და საკრებულოს თავჯდომარემ სიტყვით მიმართეს მოხალისეებს, დიდი მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოებისთვის, ისაუბრეს მარნეულში მოხალისეობრივი სერვისის დაფუძნებისა  და  გააქტიურების მნიშვნელობაზე. 
„მიხარია, რომ მარნეულში მოხალისეობრივი სერვისი ნელ–ნელა აქტიურდება. ვამაყობ ასეთი ახალგაზრდებით, მათ მართლაც არნახული შრომა გაწიეს ფესტივალის  მოსამზადებელი პერიოდიდან – მის დასრულებამდე.  მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს გახდნენ მოხალისეები, რადგან მოხალისეობრივი საქმიანობა ხელს უწყობს პიროვნების მრვალმხრივ განვითარებას“– განაცხადა გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2459
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2115
სექ 19 სამ 2023
2353
ივლ 05 ოთხ 2023
2513
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031