გსურს გაუზიარო სხვებს საკუთარი კულტურა და გაეცნო შენ გვერდით მცხოვრებ განსხვავებულ ეთნოსებს?
თუ ხარ 13-დან 17-წლამდე, ცხოვრობ მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარმოადგენ ქართველ, აზერბაიჯანელ ან სომეხ ეთნოსს და თვლი, რომ შენი ერის კულტურა ღირსეულად შეგიძლია წარმოაჩინო, მაშინ პროექტი „შეკარი მეგობრობის წრე“ შენთვისაა.
გიწვევთ საგანმანათლებლო-კულტურულ პროექტში, რომელიც შემოქმედებითად დატვირთულ აქტივობებს გთავაზობთ. წინ უამრავი ახალი მეგობარი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.
პროექტის მიზანია, მარნეულში მცხოვრრები სხვადასხვა ეთნოსების ინტეგრაციის ხელშეწყობა, კულტურული მიმღებლობის გაზრდა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
პროექტი განხორციელდება ქ. მარნეულში, 7-დან 11 სექტემბრის ჩათვლით. მარნეულის გამგეობის შენობის საკონფერენციო დარბაზში.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ თამუნა მაჭარაშვილს ელ. ფოსტის საშუალებით: tamuna.macharashvili.1@iliauni.edu.ge ან შეავსეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთის დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 64 65 60
პროექტის „შეკარი მეგობრობის წრე“ პროგრამა.
დღე |
აქტივობა |
დღე I |
„გამიცანი მეგობარო“ - პროექტის მონაწილეთა გაცნობა სახალისო თამაშებით და ენერჯაიზერებით. |
დღე II |
„კულტურათა გამოფენა“ - მონაწილეები წარმოადგენენ ნაციონალურ კულტურას.(ცეკვა, სიმღერა, სამზარეულო.) |
დღე III |
„ხელოვნება მშვიდობისთვის“ - ხელოვნების აქტივობების გამოყენებით მონაწილეები გამოხატავენთ თავიანთ ემოციებს, დამოკიდებულებებს და შესაძლებლობებს. |
დღე IV |
„სპორტი მშვიდობისთვის“ - სპორტის აქტივობების გამოყენებით მონაწილეები ერთმანეთის ნდობას, თანამშრომლობას ისწავლიან და დაიმსხვრევა მათ შორის სტერეოტიპები. |
დღე V |
„ტრადიციების გაცოცხლება“ - პროექტის მონაწილეები მარნეულის ქუჩებში გააცოცლებენ ქართულ(ბერიკაობა), აზერბაიჯანულ(ქოსა და ქიაჩელი) და სომხურ (ვარდევარი) ტრადიციებს. |
პროექტი „შეკარი მეგობრობის წრე“ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში. მრავალფეროვნების სკოლას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა,გერმანულორგანიზაცია MitOst-თანთანამშრომლობით. პროგრამასაფინანსებს Institut für Auslandsbeziehungen – IfA.