მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება
18 აგვ 2015
 
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო თვითმმართველი ერთეულების საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2015 წლის გეგმით გათვალისწინებული ტრენინგს თემაზე - „პროგრამული ბიუჯეტი“, ხოლო მეორე ნაწილი ასოციაციის რიგით VIII საერთაშორისო კონფერენციას.აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი  თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად.მონაწილეებმა ტრენინგზე გაიარეს შემდეგი თემები: საფინანსო სამსახურის მიერ საბიუჯეტო პროცესის ორგანიზება; ინფორმაციის შეგროვება, მიღებული ინფორმაციის ანალიზი; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პროგრამების შემუშავება; ჭერების განსაზღვრა; პროგრამების დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით; პროგრამული ბიუჯეტის შემუშავება; ბიუჯეტის აღსრულება; აღსრულებული ბიუჯეტის შედეგების ანალიზი; პროგრამული ბიუჯეტის შედგენის და აღსრულების მეთოდოლოგია (პროგრამული ბიუჯეტის არსი, აღწერა, შუალედური და საბოლოო შედეგები, შედეგების შეფასების ინდიკატორები).აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. იხილეთ ბმული: http://lsg.gov.ge/index.php?menuid=4&lang=1&id=110 {AG}2015.08.15-16-yvareli.konferencia{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2536
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2065
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2472
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031