მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

განცხადება
17 აგვ 2015
 

ძვირფასო  მარნეულის  მცხოვრებლებო,

როგორც  იცით მარნეულის   მუციპალიტეტში ხორციელდება პროექტი „თანამონაწილეობითი ბიუჯეტი“, რომელიც დაფინანსებულია „საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი“–ს მიერ. აღნიშნულ პროექტს,  საქართველოში   ახორციელებს პოლონური ფონდი  „სხვა სივრცე“ ( „The Other Space Foundation”)  ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“ წარმომადგენლებთან ერთად.

პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის თითოეულ მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს შესაძლებლობა აქვს მუნიციპალიტეტის  განვითარების მიზნით,  დაწერონ და წარადგინონ პროექტები სხვადასხვა თემატიკაზე.  
27–28 აგვისტოს,  სოფელ წერაქვში კი მოეწყობა შეხვედრა, სადაც იქ  შეკრებილი  მოქალაქეების  მიერ გამოვლინდება მხარდაჭერილი  პროექტები. (აღნიშნულ რიცხვებში, დაინტერესბულ მოქალაქეებს მოემსახურება  უფასო ტრანპორტი, რომელიც იმოძრავებს მარნეული–წერაქვის მიმართულებით)
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში,  მიმდინარე პროექტის „თანამონაწილეობითი ბიუჯეტისათვის“ გამოყოფილი თანხა  1 500 000 ლარზე მეტს შეადგენს, აღნიშნული თანხიდან 500 000 ლარი  მიკრო–პროექტებისათვისაა განკუთვნილი. 
პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მარნეულელს შესაძლებლობა  გათქვ იფიქროთ თქვენს  მეზობლებთან ერთად მიკრო პროექტებზე, რომელიც სამომავლოდ დაინერგება თქვენს  სოფელსა და ქალაქში.  გარდა ამისა,  მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს საშუალება გაქვთ,  სხვადასხვა სოფლების წარმომდგნლებთან ერთად,  შეიმუშაოთ მასშტაბური პროექტიც, რომლის განხორციელება  შეცვლის თქვენს მუნიციპალიტეტს.
პროექტის   ფორმა მოცემულია აზერბაიჯანულ, რუსულ და ქართულ  ენებზეე, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საიტიდან www.marneuli.gov.ge , შეავსოთ და შევსებული განაცხადი გააგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე  lara.gelashvili@yahoo.com .
პროეტების  წარდგენა შესაძლებელია არა უგვიანეს 20 აგვისტოსი.

 

განაცხადის ფორმა - GE
განაცხადის ფორმა - RU
განაცხადის ფორმა - AZ

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2631
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2061
სექ 19 სამ 2023
2319
ივლ 05 ოთხ 2023
2468
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031