მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
07 აგვ 2015
 

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებისა“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, მარნეულის იუსტიციის სახლში, ქვემო ქართლის ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისათვის, მიგრაციის საკითხებზე ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებს, ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატების (ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება); საქართველოში მიგრაციის მართვუს, კოორდინაციისა და სამომავლო გეგმების, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის არსებული მდგომარეობის, პერსპექტივებისა და შესაძლო რისკების, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში. ამასთან, შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხები საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისა  და მოქალაქეობის  მიღების/მინიჭების წესის შესახებ, დაბრუნებულ ემიგრანტების რეინტეგრაციის, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მცხოვრებ უცხოელთა გაძევების პროცედურების, სტრატეგიული კომუნიკაციის გამოწვევებისა და  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შესახებ. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა უშუალოდ მიმოიხილა არასმთავრობოთა როლის საკითხები ევროინტეგრაციის მიმართულებით და აქცენტი გააკეთა, ამ მიმართულებით არსებულ სირთულეებზე. 
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ქვემო ქართლის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისათვის, მიგრაციის საკითხებზე სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდება, ვინაიდან ყველაზე ხშირი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან სწორედ თვითმართველობის ორგანოების თანამშრომლებს გააჩნიათ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2527
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2062
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2471
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031