მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „თანამონაწილეობითი ბიუჯეტი“ წარმატებით დასრულდა
03 აგვ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სემინარები მონაწილეობითი ბიუჯეტის შექმნისა და ინიციატივების განხილვის თაობაზე წარმატებით დასრულდა.

სამი დღის 29–30–31 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში გაიმართა 3 რეგიონალური სემინარი, რომელიც მიმიდინარეობდა  მარნეულის მუნიციაპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში   ქ. მარნეულში, სადახლოსა და შულავერში .
სემინარები გამოირჩეოდა მოქალაქეების მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით. მონაწილეებს საშუალება მიეცათ   დაინტერესებულიყვნენ  საკუთარი თემის პრობლემებით და გუნდური მუშაობის პრინციპით  ეზრუნათ გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზებზე, რომლის  საშუალებასაც აძლევს მიმდინარე პროექტი „თანამონაწილეობითი ბიუჯეტი“.  
პროექტი „თანამონაწილეობითი ბიუჯეტი“ დაფინანსებულია  „საერთაშორისო სოლიდარობის“ ფონდი“–ს მიერ , რომელსაც საქართველოში ახორციელებს პოლონური ფონდის „სხვა სივრცე“( „The Other Space Foundation”) და ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“ წარმომადგენლები. 
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირებთან ერთად, ადგილოვრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ,  ახალგაზრდები, დაინტერესბული პირები და პოლონელი ექსპერტები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2552
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2062
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2471
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031