მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი დაიწყო
30 ივლ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის  პირველმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის – რეგიონული პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსთან მინიდია ღლონტთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსთან გიორგი ხომერიკთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ოთხი ინფრასტრუქტურული  პროექტი მოინახულა.

სტუმრებმა დაათვალიერეს შემდეგი პროექტები: სოფელ თამარისში არსებული საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გარე განათების მოწყობა, სოფელ წერეთლის შიდა გზების,  ქ. მარნეულში #1 სამხედრო დასახლებაში ორ სართულიანი საცხოვრებელი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე ქ. მარნეულში მდებარე  #11 საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლების  გამაგრებითი სამუშაოები.
აღსანიშნავია,  რომ ქვემო ქართლში  უკვე ორი დღეა მიმდინარეობს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი, რომელიც  ორ დღეში დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2582
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2035
სექ 19 სამ 2023
2306
ივლ 05 ოთხ 2023
2454
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031