მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სპორტის განვითარების ახალი ინიციატივები
29 ივლ 2015
 

28 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესტუმრა  საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად. სტუმრებმა, მარნეულის მუნიპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან ერთად და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად,

მოინახულეს  მარნეულში მოქმედი სპორტული დარბაზების ინფრასტრუქტურა  და სპორტის სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს. 
აღსანიშნავია , რომ გუბერნატორის ინიციატივით, ქვემო ქართლის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში დამკვიდრდება აღმოსავლური ორთაბრძოლების სახეობები, სადაც მსურველებს საერთო ფიზიკური მომზადებისათვის ვარჯიში უფასოდ შეეძლებათ, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხვორების წესის დანერგვას.
ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უახლოეს პერიოდში მოხდება მუნიციპალიტეტებში  სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა.  
მარნეულში სპორტული დარბაზების დათვალიერების პროცესს ასევე დაესწრო საქართველოში ჯიუ-ჯიცუს ფედერაციის დამფუძნებელი ავთანდილ მიქაძე და ძიუდოს, ჯიუ-ჯიცუს და საბრძოლო სამბოს აკადემიის დამფუძნებელი ამერიკაში ზურაბ ბეკოშვილი. 
ასევე,  რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივით რეგიონში იგეგმება უპრეცემდენტო პროგრამის განხორციელება, რომელიც წვევამდელების მომზადებასა და სერტიფიცირებას ითვალისწინებს. მათი გადამზადებაც სწორედ აღნიშნულ სპორტულ დარბაზებში მოხდება.  
ამ ეტაპზე რუსთავში პროგრამის ფარგლებში  მიმდინარეობს ინსტრუქტორების გადამზადების პროცესი. კურსის დასრულების  შემდეგ  ინსტრუქტორები მუნიციპალიტეტებში  გადანაწილდებიან და ადგილზე მოახდენენ წვევამდელების მომზადებას ფიზიკური და ფსიქოლოგიური აქტივობების გასამყარებლად.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2514
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2302
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031