მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სადახლოს ტერიტორიული ერთეული
28 ივლ 2015
 

ისტორიულ  წყაროებში, სოფელ სადახლოზე  ინფორმაცია  ჩნდება 1728 წელს, ოსმალოების მიერ  ჩატარებული  აღწერის  დავთარში ბორჩალოს  „სახანოს“  სოფლები  და „სადგომები.’’  ბორჩალოში  ამ  დროს  ლორესა  და  ფამბაკის  მხარეებიც  შედიოდა,   ამიტომ  იქაური  სოფლებიც  ბორჩალოს  საერთო  რაოდენობაში  ჩაითვალა.შემდეგ,  იოანე  ბატონიშვილი  ჩამოთვლის  ლორეს  ხეობის  სოფლებს,  რომლებიც  სამეფო,  სათავადო,  სააზნაურო  და  საეკლესიო  საკუთრებას  წარმოადგენდა   (სადახლოს წმ. ნინოს სახ. ეკლესია გვ.შუა საუკუნეები;  სადახლოს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია გვ.შუა საუკუნეები)   „ამა  მდინარეზედ  მოსახლენი  თათარნი,  რომელსა  ეწოდების  ბორჩალო“,  ქ.  სადახლუ.  შემდეგ  წლებში  არ  მოიხსენიება  სადახლო,  გარდა  წოფის  და ხოჟორნის  ხევისა.  სადახლოზე  ინფორმაცია  ახლდება  XIX საუკუნის  პირველ  ნახევარში (სხვა  სოფლებზე  უფრო  გვიან  XX საუკუნეში) ამ  პერიოდისთვის  (გასაბჭოებამდე)  ეს  მიწები  ეკუთვნოდათ  რამოდენიმე  ქართველ თავადს,  რომლებიც  აქ  ცხოვრობდნენ  და  მეურნეობრიობას  ეწეოდნენ.  ამ   დროს  ბორჩალოს  თურქმენული ტომები  მომთაბარე  ცხოვრებას ეწეოდნენ,  დაკავებული  იყვნენ  მესაქონლეობით,  მუშაობდნენ  სასახლეების  კარზე, მოახლეებად  და  სხვადასხვა  სამუშაოებზე  მუშებად.  ისინი  ერთ  ეროვნებას  არ  შეადგენდნენ,  მათი  ნაწილი  შეერწყა  აზერბაიჯანლების  ნაწილს  და  1928  წლის  აღწერით,  მათ  აზერბაიჯანლები  ეწოდათ.  (წყარო: დ. ბერძენიშვილი,  ნარკვევები  ქვემო  ქართლის  ისტორიული  გეოგრაფიიდან.  გვ. 442,443). XIX საუკუნეში  სადახლოში  თათარი  ტომები  კომპაქტურად  დასახლდნენ. მეცხოველეობასთან  ერთად  მათი  ძირითადი  საქმიანობა  მიწათმოქმედებაც  გახდა.  სადახლო  მათთვის  მუდმივსაცხოვრებელ  ადგილად  იქცა,  დღის  წესრიგში  დადგა  მეჩეთის  მშენებლობის  საკითხი.  1881 წელს  სადახლოში აშენდა  მეჩეთი, რომელიც  დღესაც  ფუნქციონირებს. სადახლოს  ტერიტორიულ  ერთეულში  კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლებია:- წმ. ნინოს სახ ეკლესია - გვ. შუა საუკუნეები (სოფ. თაზაქენდი)- ღვთისმშობლის სახ. ეკლესია - გვ. შუა საუკუნეები (სოფ. ბურმა)- ძველი  ხიდი - გვ.შუა საუკუნეები (სოფ.  სადახლო)- ქარვასლა მარნით - XVIII-XIX ს.ს.(სოფ. სადახლო)- მარანი (ამჟამად  ტერიტორია) – XVIII-XIX ს.ს.- თავადის სახლი - XIX საუკუნე- სადახლოს  ძველი  მეჩეთი - 1881 წელი (სოფ. სადახლო) აგრეთვე  ფუნქციონირებს:- I და II საშუალო  სკოლა  - კულტურის სახლი- მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა  მემორიალი- ახალი  მეჩეთები- ბანკი სამედიცინო   დაწესებულება- პოლიციის  ქვეგანყოფილება- ავტოსადგური- საჩაიეები- რესტორანი - სასტუმრო- აფთიაქი- მაღაზიები- სადახლოში  გაივლის  საქართველო - სომხეთის საავტომობილო  მაგისტრალი- საბაჟო  გამშვები  პუნქტი დღეისათვის  სადახლოს ტერიტორიული ერთეულის  მოსახლეობა  ეთნიკურად  აზერბაიჯანლია,  ისინი  საქართველოს  მოქალაქეები არიან,  მოღვაწეობენ  როგორც  საჯარო,  ისე  კერძო  სამსახურებში და  ეწევიან  სახელმწიფო  აღმშენებლობის საქმიანობას. რუბრიკისთვის მასალა მოამზადა   მარნეულის  მუნიციპალიტეტის  კულტურის  სამსახურის  მთავარმა სპეციალისტმა,   ელგუჯა   კუპატაძემ 28.07.2015 წელი.  მუშური - რესტორანი, სასტუმრო {AG}/es.marneulis.municipalitettia/2015.07.28-sadakhlo/mushturi-restorani-sastumro-01{/AG}  ქარვასლა მარნითი {AG}/es.marneulis.municipalitettia/2015.07.28-sadakhlo/qarvasla.marnit{/AG}  სადახლოს ძველი მეჩეთი {AG}/es.marneulis.municipalitettia/2015.07.28-sadakhlo/sadakhlos.dzveli.mecheti{/AG}  სადახლოს ხედები {AG}/es.marneulis.municipalitettia/2015.07.28-sadakhlo/sadakhlos.khedebi{/AG}  სხვა ფოტოები {AG}/es.marneulis.municipalitettia/2015.07.28-sadakhlo/shereuli.fotoebi{/AG}  

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4338
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2302
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031