მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „თანამონაწილეობითი ბიუჯეტი“
27 ივლ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი,  მოადგილეებთან და  თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად პოლონური ფონდი “The Other Space Foundation” და ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც  პროექტი თანამონაწილეობითი  ბიუჯეტის  განხორციელების  სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

პროექტი თანამონაწილეობითი ბიუჯეტი – გულისხმობს ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავებას და დამტკიცებას მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობით, ფინანსური გეგმის ერთობლივ მართვას–მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.
პროექტის წარმომადგენლების განმარტებით თანამონაწილეობითი ბიუჯეტი უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის ჩართულობას ფინანსური გადაწყვეტილებების პრიორიტეტული საკითხების განხილვაში და მიღებაში. მუნიციპალიტეტის მიერ განხილული და დამტკიცებული პროექტების რეალიზაცია იქნება ნათელი მაგალთი და სტიმული მოსახლეობისთვის, რაც  ხელს შეუწყობს მოქალაქეების აქტიური თანამშრომლობის გაღრმავებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
აღსანიშნავია, რომ 29–30–31 ივლისს ჩატარდება ტრენინგები მარნეულში, სადახლოსა და შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მოსახლეობასთან  ერთად  ბიუჯეტის ფორმის საბოლოო სახით  შერჩევა მოხდება , ასევე შემუშავდება  საინტერესო იდეები და ინიციატივები, რომელიც  შემგომ შეჯერდება და დაინერგება.  
აგვისტოს  პირველ ნახევრში  ორი დღის განავლობაში მოეწყობა მარათონი „პროექტის წერა“ , რომელიც განხორცილედება ზემოთაღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2595
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2034
სექ 19 სამ 2023
2306
ივლ 05 ოთხ 2023
2454
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031