მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თბილისში ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა
27 ივლ 2015
 

26 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ოფიციალურად  გახსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიაში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა და „თბილისი 2015-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალის გახსნას დაესწრო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მოადგილეებთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად. ფესტივალი შინაარსოვრივად მრავალფეროვანი იყო ,  შესავალი ნაწილი გაიხსნა მუსიკალური ბენდებისა და დრამერების შესრულებით, მხატვრული კი –არგონავტების მითით. 
ცერემონიის  მსვლელობისას მოეწყო ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების აღლუმი, ცერემონია საბერძნეთის დელეგაციამ გახსნა. ათლეტთა აღლუმი კი საქართველოს სპორტსმენებმა დაასრულეს. 
ოლიმპიადის გახნის ღონისძიებაზე, შესრულდა   სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი ჰიმნი. ღონისძიების ბოლოს კი ოლიმპიური ცეცხლი აანთო ყოფილმა ძიუდოისტმა და პარლამენტის ამჟამინდელმა დეპუტატმა, ზურაბ ზვიადაურმა 
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალი გაგრძელდება 27 ივლისიდან - 1 აგვისტოს ჩათვლით, სადაც 50 ქვეყნის 3800-მდე 14-18 წლის სპორტსმენი ერთმანეთს შეეჯიბრება სპორტის 9 სახეობაში, ესენია: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი და კალათბურთი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2738
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2034
სექ 19 სამ 2023
2306
ივლ 05 ოთხ 2023
2454
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031