მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობაში გენდერულ საკითხებზე ტრენინგი გაიმართა
21 ივლ 2015
 

დღეს, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“  ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე – თვითმმართველ ერთეულებში ადგილობრივ ქალთა გაძლიერება  და გენდერის არსი.

ტრეინიგის მიზანი იყო  ადგილობრივ  ქალთა მომზადების, მათი ინტერესების დაცვის, უნარ–ჩვევებისა  და შესაძლებლობების განვითარების და გადაწყვეტილების მიღების  პროცესში  ჩართვის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ასევე, ადგილებზე ქალთა ხელშემწყობი სტრუქტურის, საინფორმაციო – საგანამანათლებლო სივრცის, „ქალთა ოთახების“ ფუნქციური გაძლიერების ხელშეწყობა. 
ტრეინინგს ესწრებოდენენ მუნიციპალიტეტის  აქტიური ქალბატონები სხვადასხვა სოფლებიდან,  არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელები, გამგეობის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა პროგრამა „ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესება არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთავის“ ,ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) აშშ–ს განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფთან“ ( MercyCorps)  პარტნიორობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2473
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2302
ივლ 05 ოთხ 2023
2452
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031