მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგებელი „ქართული მატყლის კომპანიაში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
21 ივლ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე შპს „ქართული მატყლის კომპანიაში“ მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.

შპს „ქართული მატყლის კომპანიის“ ფუნქციონირების მთავარი იდეაა, პირველად, საქართველოს ისტორიაში მოხდეს ქართული მატყლის ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ასევე სხვადასხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებში, რისთვისაც საჭიროა მატყლის სათანადო/თანამედროვე დატუკვა და შეფუთვა შესაბამისი თანამედროვე დანადგარით, რომელიც კომპანიამ მცირე კავკასიის ალიანსები ქვემო ქართლის პროგრამის დახმარებით უკვე შეიძინა ავსტრალიაში და ჩამოიტანა საქართველოში. 
აღნიშნულ კომპანიაში მატყლის გასუფთავება და დახარისხება სხვადასხვა ხარისხებისა და კატეგორიების მიხედვით მიმდინარეობს, რაც აქამდე არც ამ კომპანიას და არც სხვას ჯერ არ გაუკეთებია. საწარმოში დასაქმებულია 7 ადამიანი, – 4 ქალი და 3 კაცი.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ 3 წლის წინ დაიწყო ფუნქციონირება შპს „რავილი და პარტნიორს“ – ის სახელით, რომლის ფარგლებშიც, მერსი ქორფსის – მცირე კავკასიის ალიანსები ქვემო ქართლის პროგრამის ფასილიტაციით, 1 წლის განმავლობაში მოახდინა 210 ტონა მატყლის შეგროვება 561 ფერმერისაგან/ოჯახისაგან (ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის დაახლოებით 40 სოფლიდან) და ექსპორტზე, კერძოდ კი, თურქეთსა და უკრაინაში გატანა.
ხოლო რაც შეეხება მიმდინარე წელს, მოგახსენებთ, რომ გაზაფხულიდან კომპანიამ უკვე მოახდინა დაახლოებით 60 ტონა მატყლის შესყიდვა/შეგროვება 180 ფერმერისგან ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების 15 სოფლიდან. სამომავლოდ დაგეგმილია წელიწადში დაახლოებით 600 ტონა მატყლის შეგროვება დაახლოებით 800–900 ფერმერისაგან და ექსპორტზე გატანა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2677
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2020
სექ 19 სამ 2023
2291
ივლ 05 ოთხ 2023
2435
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930