მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში „ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“ გაიმართა
14 ივლ 2015
 

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ეთნიკური უმცირესობების ფორუმის“ პირველი რეგიონალური შეხვედრა გამართეს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას საქართველოსთვის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას დაეთმო.

ფორუმში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი,  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში არჩილ ყარაულაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე გოცაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები  მონაწილეობდნენ.
როგორც საჯარო უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე პროექტის ავტორებმა ფორუმის მონაწილეებს ვრცლად გააცნეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ისტორია, თანამედროვეობა და როლი, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები, საქართველოს მთავრობის მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის პროცესში, ქვეყნის ეთნიკური უმცირესობათა პასუხისმგებლობა და სამოქალაქო პოზიციის მნიშვნელობა, მათი უფლებები და მოვალეობები. ადგილობრივმა მოქალაქეებმა უშუალო კითხვები დასვეს ევროინტეგრაციის პროცესზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო, სადაც კითხვა–პასუხის რეჟიმში განიხილეს ფორუმზე დასმული მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა ქალბატონმა,  თეა წულუკიანმა  ფორუმში მონაწილე მოქალაქეებს  მოუსმინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ინფორმირება, ჩართულობა და ნდობის გაზრდა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში უმცირესობათა უფლებების როლი, ვინაიდან აუცილებელია, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციით ისტორიული არჩევანის წინაშეა და ხდება ინსტიტუციური განვითარება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2628
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2020
სექ 19 სამ 2023
2291
ივლ 05 ოთხ 2023
2435
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930