მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თვითმმართველობამ რამაზანის მარხვის თვესთან დაკავშირებულ იფთარს უმასპინძლა
08 ივლ 2015
 

7 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ადგილობრივ  მუსლიმებს, რამაზანის მარხვის ვახშამით  –   იფთარის სუფრით უმასპინძლა.

იფთარზე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულში მცხოვრები მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
იფთრის სუფრაზე  მარნეულის გამგებელმა ბატონმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავჯდომარემ ბატონმა ნაბი აბდულაევმა  მოწვეულს  სტუმრებს რამაზანის თვე მიულოცეს  და დამსწრე საზოგადოებას  რამაზან ბაირამის დადგომა წინასწარ მიულოცეს.
იფთარზე მიწვეული სტუმრები ვახშმის შემდეგ, მეჩეთში სალოცავად შეიკრიბნენ.
რამაზანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდებაა. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. მარხვის თვეში მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, გაჭირვებულების დახმარება. სწორედ, ამ ქველმოქმედების ერთ-ერთი მაგალითია, მარხვის თვეში მორწმუნე ადამიანების ვახშამზე მიპატიჟება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2764
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2022
სექ 19 სამ 2023
2292
ივლ 05 ოთხ 2023
2435
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930