მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგებელმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
02 ივლ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა, მისმა მოადგილემ თეიმურაზ ბერიძემ, გამგებლის თანაშემწემ რევაზ არეშიძემ და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა,  ქუთლიარის ტერიტორიულ ერთეულში  მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა,  სოფელ ქუთლიარში წერეთელი-მირზოვკა-მუღანლო-ქესალოს გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს, რომელიც 22 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის შეკეთება/მოასფალტებას ითვალისწინებს. 
აღსანიშნავია, რომ გზის მშენებლობის პროცესში ჯამში  120 ადამიანია დასაქმებული. წერეთელი-მირზოვკა-მუღანლო-ქესალოს გზის აღდგენის სამუშაოებს შპს „ქცია“ და შპს „ჩელიაბინსკ ტრანს სიგნალი“ (სამშენებლო-სამონტაჟო, საექსპლოატაციო-საწარმო ჩელიაბინსკ ტრანს სიგნალის საქართველოს ფილიალი) ასრულებს, რომლის საერთო ღირებულება 4 700 000 ლარს შეადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი  2015 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.
გარდა ამისა, მოინახულეს სოფელ ბაიდარში არსებული საჯარო სკოლის სრულიად განახლებული სახურავები და სოფელ ლეჯბადენში #1 და #2 საცხოვრებელი კორპუსების აგრეთვე განახლებული სახურავები.
საცხოვრებელი კორპუსების ავარიული სახურავების სარემონტო სამუშაოებს შპს „კომპანიონმა“ შეასრულა, რომლის საერთო ღირებულება 46 575 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. 
გამგებელი ასევე  ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი პრობლემები, მყისიერ რეაგირებას დაპირდა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2675
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2020
სექ 19 სამ 2023
2291
ივლ 05 ოთხ 2023
2435
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930