მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“
12 ივნ 2015
 

11 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში პროექტ „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 
პროექტს ორგანიზებას უწევდა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი სოფელ საბირქენდიდან.

აღსანიშნავია, რომ პროექტი – სლოგანით „დედამიწის მომავალი ჩვენს ხელშია, გავუფრთხილდეთ მას“, მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრის“ დაფინანსებით და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის აქტივობები –დასუფთავების აქციები, ტრენინგები გარემოს დაცვის საკითხებზე და სხვა ღონისძიებები განახორციელეს.
დასკვნით ღონისძიებაზე, მოეწყო განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტოგამოფენა და შეჯამდა განხორციელებული საქმიანობები.
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი, ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გეგმავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3040
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2263
სექ 19 სამ 2023
2478
ივლ 05 ოთხ 2023
2608
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
29
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031