მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ფერმერებთან ევროინტეგრაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
12 ივნ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ევროინტეგრაციის თემაზე ქვემო ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ფერმერებთან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროინტეგრაციის პროცესის, ასოცირების შეთანხმების მოსალოდნელ სარგებელზე – სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის მიმართულებით. 
ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრები რეგიონებში ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარეობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2566
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2259
სექ 19 სამ 2023
2477
ივლ 05 ოთხ 2023
2606
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
24
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031