მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგებელი მარნეულელ ახალგაზრდებს შეხვდა
11 ივნ 2015
 

10 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი, მარნეულის ახალგაზრდული გენდერული კლუბის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს ახალგაზრდებისთვის ქალაქში ბიბლიოთეკის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციის წარდგენა, სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და მათი მოსაზრებების, რეკომენდაციების მოსმენა წარმოადგენდა.
შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, სადაც ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაზე, მათ აქტიურ ჩართულობაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში და ახალგაზრდული ინიციატივების წახალისების აუცილებლობაზე.
საინტერესო დისკუსიის დასასრულს ღონისძიების მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ახალგაზრდული გენდერული კლუბი ჩამოყალიბდა სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის –„ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2586
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2259
სექ 19 სამ 2023
2477
ივლ 05 ოთხ 2023
2607
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
26
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031