მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის ახალგაზრდული თეატრი ბათუმში იმყოფებოდა
09 ივნ 2015
 

2–5 ივნისს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულმა თეატრმა მონაწილეობა მიიღო,  ქალაქ ბათუმში,  გამართულ ახალგაზრდულ  თეატრალურ კვირეულში.

აღნიშნულ პროექტში ჩართულნი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სტუდენტ–ახალგაზრდული თეატრალური დასები. 
თეატრალური კვირეულის ფარგლებში მარნეულელმა ახალგაზრდებმა სპექტაკლი „ლურჯი თოვლის“ ჩვენება მოაწყეს, რამაც დიდი  აღფრთოვანება გამოიწვია  ბათუმელ მაყურებელში.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის ახალგაზრდულმა თეატრმა სპექტაკლის წარმატებით ჩვენებისა და მონაწილეობისთვის  მადლობის სიგელი მიიღო.
ბათუმში გამართულ  ახალგაზრდული  თეატრალურ კვირეულის ორგანიზატორი  მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება და „კრეატივ ჯგუფი“ იყო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2910
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2258
სექ 19 სამ 2023
2476
ივლ 05 ოთხ 2023
2605
 
 
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
22
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031