მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
02 ივნ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელი წერეთლის შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც 2893 მ სიგრძის გზის მონაკვეთის მოასფალტებას გულისხმობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება სააკაძის, ქართლისა და ჭავჭავაძის ქუჩებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტმა შექმნა 40 სამუშაო ადგილი, აქედან დასაქმდა 10 ადგილობრივი.
სოფელ წერეთელში შიდა გზების სარეაბილიტაციო  სამუშაოებს შპს „სამშენებლო სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგ ნალი-ს საქართველოს ფილიალი“ ასრულებს. პროექტი 2015 წლის აპრილში დაიწყო და ივლისის თვეში დასრულდება,  საერთო ღირებულება 437 777 ლარს შეადგენს. 
აღნიშნული პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის „რგპფ“-ს დაფინანსებით ხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2648
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2041
სექ 19 სამ 2023
2312
ივლ 05 ოთხ 2023
2460
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031