მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი 26 მაისის ღონისძიებებისთვის ემზადება
25 მაი 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა  ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიენებისთვის ემზადება.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით,  ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყობა სამშობლოს დასაცავად ომში დაღუპული გმირების  ფოტო გამოფენა, ასე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩვენება.   გარდა ამისა გამოფენილი იქნება  კონკურს  „აღბეჭდე შენი მარნეული“–ში მონაწილეთა ფოტოები, სადაც მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოვება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პარალელურად, მარნეულში მდებარე  კლინიკა „პროფესორი“ კულტურის ცენტრის  სკვერში,  მოაწყობს   საველე სამედიცინო კარავს, სადაც  გაიმართება  სამედიცინო აქცია. აქციის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა სახის უფასო კონულტაციები, რომელშიც ჩართვაც შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის.
ღონისძიების ფარგლებში ლოზუნგით–   „გაამწვანე მარნეული“,   მოეწყობა  ყვავილებისა და ნერგების გამოფენა–გაყიდვა. 
იგეგმება ბავშვთა უფასო გასართობი ღონისძიებები, როგორიცაა – საბავშვო ატრაქციონები, ანიმატორები, სახის მოხატვა, სხვადასხვა თამაშობების და შეჯიბრებები.
მოეწყობა სპორტული  ასპარეზობები– ქართული ჭიდაობასა და მკავჭდში.
ღონისძიება გალაკონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს  ფოლკლორული ჯგუფი „ბანი“, მარნეულის „კულტურის ცენტრის“შემოქმედებითი კოლექტივები,ინდივიდუალური შემსრულებლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები  და სხვა.

ღონისძიების დასაწყისი 11:30 საათზე.

ღონისძიების ორგანიზებას უზრუნველყოფს ააიპ  მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2599
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2037
სექ 19 სამ 2023
2310
ივლ 05 ოთხ 2023
2457
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031