მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
13 მაი 2015
 

დღეს ქალაქ მარნეულში, მარნეულის სამხედრო ნაწილის წვემამდელებმა  სამხედრო  ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

აღნიშნული ღონისძიების  საქართველოს ჰიმნით გახსნის შემდგომ,  ჯარისკაცებმა  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშოლოსათვის  დაღუბულ გმირებს.
სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის თანაშემწე რევაზ არეშიძე, გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ მარნეულში ელშან ჰასანოვი და  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზიციის სამსახურის უფროსი ვაჟა შუბითიძე დაესწრნენ.  
გამგებელმა  ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა, სამშობლოს სამსახურში ჩადგომისთვის  გულითადი მადლობა გადაუხადა და  სამშობლოს სადარაჯოზე ყოფნის გადაწყვეტილება მოუწონა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 110 სამხედრო მოსამსახურე შეემატა, აქედან 90 სამხედრო მოსამსახურე მარნეულის მუნიციპალიტეტიდან,  ხოლო 10 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან. წვევამდელები მარნეულის სამხედრო ნაწილში იმსახურებენ. 
ფიცის მიღების ცერემონიალზე მარნეულის სამხედრო ნაწილის ვიცე პოლკოვნიკის ზვიად ბექაურის თქმით,  20 მაისს მარნეულის სამხედრო ნაწილში წვევამდელთა ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე გაიმართება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2803
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2062
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2471
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031