მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მანდატურები მარნეულის რამდენიმე სკოლაში პირველად შევლენ
11 მაი 2015
 

დღეს, ქალაქ მარნეულის №6  საჯარო სკოლაში  განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად  მანდატურებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის  გამგებელი მერაბ  თოფჩიშვილი, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის  დირექტორი  და  ადგილობრივი პედაგოგები. 
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რამდენიმე რაიონის- მარნეულის,ბოლნისისა და გარდაბნის შვიდ საჯარო სკოლაში, სკოლის მანდატურები პირველად შევლენ და თავიანთი მოვალეობის შესრულებას  შეუდგებიან.
მინისტრი თამარ სანიკიძე  შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გაესაუბრა და მანდატურებს  წარმატება უსურვა.
სკოლებში მანდატურების საქმიანობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ხაზგასმით ისაუბრეს მხარის გუმერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმაც.
ამ ეტაპზე მანდატურები საქართველოს მასშტაბით, 409 საჯარო და სამ კერძო სკოლაში, ორ პროფესიულ სასწავლებელსა და ერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. 
მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ მანდატურების მოთხოვნა დღითიდღე იზრდება იმ სკოლებიდანაც, სადაც მანდატურის სამსახური ჯერ კიდევ არ არის.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მანდატურის სამსახურმა მნიშვნელოვანი თვისობრივი და შინაარსობრივი ცვლილება განიცადა და ჩამოყალიბდა, როგორც უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც სკოლას კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს მანდატურის, ფსიქოლოგიური ცენტრებისა და სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სახით.
მნიშვნელოვნად შეიცვალა მანდატურის ფუნქცია და დღეს იგი ორიენტირებულია მოსწავლის/სტუდენტის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და პედაგოგის უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე. ყოველივე ამის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა მანდატურის სამსახურის მიმართ.
მანდატურები მნიშვნელოვნად ეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, იმაღლებენ კვალიფიკაციას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2594
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2065
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2472
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031