მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში წერეთელი-მირზოვკა-მუღანლო-ქესალოს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
07 მაი 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში წერეთელი-მირზოვკა-მუღანლო-ქესალოს  გზის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს, რომელიც 22 კმ-იანი გზის მონაკვეთის შეკეთება/ მოასფალტებას ითვალისწინებს.

აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მისმა მოადგილემ თეიმურაზ ბერიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ნაბი აბდულაევმა, თვითმართველობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს და პროექტის ფარგლებში დასაქმებულ ადგილობრივ დასაქმებულებს გაესაუბრნენ.  აღსანიშნავია, გზის მშენებლობის პროცესში, ჯამში  120 ადამიანია დასაქმებული.
წერეთელი-მირზოვკა-მუღანლო-ქესალოს  გზის  აღდგენის სამუშაოებს შპს- „ქცია“ ასრულებს.  საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი 2015 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება, რომლის ღირებულება 4 700 000 ლარს შეადგენს.  
აღნიშნული პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2631
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2062
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2471
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031