მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის ახალგაზრდულმა საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია
06 მაი 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  პროექტ "ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში"-ის  ფარგლებში   მოეწყო   საკრებულოს სხდომა,  სადაც  ახალგაზრდული საკრებულოს თავჯდომარედ  აირჩიეს  სსიპ სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის მე-11  კლასის მოსწავლე  ვლადიმერ ჩხიტუნიძე.

სხდომას შეურთდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ქალბატონი ნინო ბერიძე, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს გააცნო საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა და მათ  წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ  პროექტს   "ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში"  ახორციელებს ორგანიზაცია „ადამიანი,  კანონი,  თავისუფლება“.  
აღნიშნული პროექტის მიზანია  მე- 11 და მე-12  კლასელებით  დაკომპლექტებული  ახალგაზრდული საკრებულოს შექმნა.   პროექტისათვის  შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს - არჩევნების და მისი მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, ლიდერობის, მედიასთან ურთიერთობის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და კავკასიოლოგიის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეების  აქტიურ  მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
ამასთან ახალგაზრდების ჩართულება მიმდინარე პროცესებში გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას ადგილობრივ თვითმართველობებში, რაც წარმოადგენს დამატებით კვალიფიციურ საკადრო  რესურს. 
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდული საკრებულოს სხდომები რეგულარულად  ჩატარდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2745
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2065
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2472
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031