მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები სოფელ თამარისში მოსახლეობას შეხვდენენ
04 მაი 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები  სოფელ თამარისში მცხოვრებ    ქალბატონებს შეხვდნენ.  

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ქალბატონებისათვის „ქალთა ოთახის“ფუნქციების, საქმიანობისა  და მნიშვნელობის გაცნობა.  საინფორმაციო ტიპის შეხვედრაზე  ასევე  ისაუბრეს  ქალთა პრობლემების გამოვლენასა  და მოგვარების გზებზე. 
„ქალთა ოთახი“მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თვითმმართველობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის მიერ  (ICCN)  მუნიციპალური სერვისის ფარგლებში ფუნქციონირებს;  რომლის მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა,  დღესდღეობით არსებული ბარიერების გადალახვა, რათა მათ ჰქონდეთ გაუმჯობესებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2582
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2062
სექ 19 სამ 2023
2320
ივლ 05 ოთხ 2023
2471
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031