მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა
02 მაი 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტ ,,დავასუფთაოთ საქართველოს’’ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქ მარნეულის მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სკვერი, გამგეობის, კულტურის ცენტრის, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები.
აღსანიშნავია, რომ აქცია, რომელიც გაიმართა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და მხარს უჭერდა ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები-საქართველო“, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, სადაც ეტაპობრივად ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები.
დასუფთავების აქციაში ჩართული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური, ა.ა.ი.პ, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლები.
მარნეულის მუნიციპალიტეტს აქციისთვის საჭირო ინვენტარი–სანაგვე ტომრები და ხელთათმანები ზემოთაღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადმოსცა, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით ახორციელებს პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო“, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად აწყობს დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქციებს საქართველოს ყველა რეგიონში. 
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, მსგავსი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სისტემატურად გაიმართება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2796
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2076
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2480
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031