მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
30 აპრ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან ნაბი აბდულაევთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად   დამია–გეურარხის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლების  მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის მიზანს სოფლებში არსებული პრობლემების მიმოხილვა და მიმდინარე წელს  განსახორციელებელი  პროექტების გაცნობა წარმოადგენდა.  ადგილობრივებმა   მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან საძოვარი ტერიტორიების სიმწირეზე, სარწყავი წყლების, სოფლის შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
გამგებელმა მოსახლეობასთან შეხვედრისას  განმარტა, რომ  თვითმმართველობა აღნიშნული პრობლემების  მყისიერი  გადაჭრის მიზნით, აქტიურად მუშაობს და მათ წინაშე არსებული პრობლემური საკითხები უახლოეს მომავალში გადაწყდება.
აღსანიშნავია, რომ გამგებლის ინიციატივით,  შეხვედრები   მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან მთელი წლის განმვალობაში სისტემატურად გაგრძელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2796
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2083
სექ 19 სამ 2023
2325
ივლ 05 ოთხ 2023
2482
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031